
ზრუნვა თუ კონტროლი: საქართველოს პრობაციის სისტემის ეფექტიანობის შეფასება ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2022
პრობაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. კვლევა წარმოადგენს მცდელობას, არსებული მიდგომების, კანონმდებლობისა და პოლიტიკის გათვალისწინებით გამოკვეთოს, რამდენად შესწევს ქართულ პრობაციის სისტემას ამ ფუნქციის სათანადოდ შესრულების უნარი.წინამდებარე კვლევის მიზანია, ფართო სურათში დავინახოთ პრობაციის სისტემა და მისი ადგილი, ასევე შევაფასოთ, რა ძირითადი გამოწვევების წინაშეა ის. საკითხის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები.