შენი უფლებები
ისჯება თუ არა საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება?
დიახ, ისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით.
რა შემთხვევაშია დასჯადი მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება?
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა შენობა-ნაგებობისა (თუ ეს შენობა-ნაგებობა იმავდროულად ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გამოიყენება) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.
დასჯადია თუ არა კანაფის ან მარიხუანის მოხმარება საჯარო სივრცეში?
დიახ,მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტსა და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას –გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 200
ლარამდე ოდენობით.
დასჯადია თუ არა კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით?
დიახ დასჯადია, (მათ შორის, პირად სივრცეში) ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
რა მოიაზრება შენობა-ნაგებობაში?
შენობა-ნაგებობა არის ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.
რა მოიაზრება საჯარო სივრცეში?
საჯარო სივრცე არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა, აგრეთვე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განთავსებულია საჯარო სივრცეში ან საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას.
რა მოიაზრება პირად სივრცეში?
პირადი სივრცე გულისხმობს ბინას, საცხოვრებელ სახლს ან/და სხვა სახის მფლობელობას, თუ იქ არსებობს პრივატულობის გონივრული მოლოდინი
სისხლის სამართლის წესით რა შემთხვევაშია დასჯადი ნარკოკიკის მოხმარება?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, მოხმარება ყველა შემთხვევაში დასჯადია სისხლის სამართლის წესით გარდა მარიხუანის მოხმარებისა.
ისჯება თუ არა კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა?
დიახ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
რა გზით ხდება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა?
მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევის გზით.
რა შემთხვევაში დაეკისრება პირს პასუხისმგებლობა?
იმ შემთხვევაში, თუ ტესტირებით – ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
აქვს თუ არა მომხმარებელს უფლება გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევის შედეგები?
დიახ, გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით უფლება აქვს მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში (ან ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 1 თვის განმავლობაში) საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებითი ჩატარება.
რა შემთხვევაში წარედგინება პირი საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად?
პოლიციელი უშუალოდ შეესწრო პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს;
საპოლიციო ღონისძიებების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.
პოლიციელი ვალდებულია
ტესტირტებაზე წარდგენის მიზნით შესთავაზოს პირს, ნებაყოფლობით დათანხმდეს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაყვანაზე.
პოლიციელი უფლებამოსილია
თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად.
პოლიციელი ვალდებულია, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ამ გამოკვლევაზე წარდგენის საფუძვლების, გარემოების/გარემოებების შესახებ.
რა უფლებები გააჩნია დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს?
პირს მას უნდა განემარტოს:
მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი;
რომ აქვს უფლება ადვოკატზე;
რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში.
ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.
პირი უფლებამოსილია, მოსამსახურის მოქმედება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პირი უფლებამოსილია, გამოკვლევის შედეგები გაასაჩივროს