
შიდსის 25-ე საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში
შიდსი 2024, შიდსის 25-ე საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში, გერმანიაში 2024 წლის 22-26 ივლისს გაიმართება. მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 15000 ადამიანი ამ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შიდსის საერთაშორისო კონფერენცია აივ-ზე რეაგირების ერთერთი მთავარი გლობალური პლატფორმა. როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი კონფერენცია აივ და შიდსზე, ის ცალსახად დგას მეცნიერების, ადვოკატირებისა და ადამიანის უფლებების მიჯნაზე, და აერთიანებს მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, აივ ინფიცირებულ ადამიანებს, დამფინანსებლებს, მედიას და საზოგადოებებს. 1985 წლიდან დღემდე კონფერენცია ემსახურება იმას, რომ გააძლიეროს პოლიტიკები და პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეაგირებას აივ და მასთან დაკავშირებულ ეპიდემიებზე.
„გერმანია ამაყობს, რომ მასპინძლობს შიდსის 25-ე საერთაშორისო კონფერენციას და მიესალმება გლობალურ აივ საზოგადოებას“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურმა მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა. „აღმოსავლეთ ევროპაში აივ-ის ახალი გავრცელების საგანგაშო და სწრაფად მზარდი მაჩვენებლები მიგვანიშნებს, რომ ეპიდემია ჩვენს ფართო რეგიონში შორს არის დასრულებამდე. როგორც UNAIDS იუწყება, სერვისებზე წვდომის უთანასწორობისა და სტრუქტურული ბარიერების აღმოფხვრის გარეშე, ჩვენ ვერ მივაღწევთ გლობალურ მიზნებს შიდსთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ შიდსი 2024, როგორც შესაძლებლობა ამ გამოწვევების თავიდან ასაცილებლად.”
”მიუნხენი შექმნის კეთილგანწყობილ გარემოს მეცნიერებისთვის და პოლიტიკიოსებისთვის და განსაკუთრებით მარგინალიზებული ადამიანებისთვის, რათა ისინი გაერთიანდნენ ცოდნისა და იდეების გარშემო მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შიშის გარეშე”, - აღნიშნა ადგილობრივმა თანათავმჯდომარემ კრისტოფ სპინერმა. „მიუნხენის პასუხმა აივ-ზე, კონკრეტულად, შესანიშნავი შედეგი გამოიღო და ჩვენ მოუთმენლად ველით მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის გაზიარებას, რომელიც ადამიანებს პირველ ადგილზე აყენებს “.
სამეცნიერო კონფერენცია შიდსზე IAS 2023
ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 23 - 26 ივლისს შიდსის საერთაშორისო საზოგადოების მე-12 კონფერენცია გაიმართება, რომელიც შიდსის სფეროში სამეცნიერო მიღწევებს და პრობლემებს ეძღვნება - IAS2023. ეს ოთხდღიანი კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ღია სამეცნიერო შეხვედრაა შიდსის საკითხებზე.
კონფერენციის ორგანიზატორია შიდსის საერთაშორისო საზოგადოება (IAS.) 2023 წელს შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება შიდსზე რეაგირების პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებზე, დისკუსიებზე ფართომასშტაბიანი ფონდების მოზიდვის გამოწვევებზე და, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექცია შიდსის საკითხებზე.
IAS კონფერენცია შიდსის საკითხებზე მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ მსოფლიო მიღწევებს ამ დარგში, მიიღონ ინფორმაცია აივ-ის კვლევისა და გამოყენების შესახებ.
კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და თავისი ღია და ინკლუზიური პროგრამის საშუალებით, მრავალფეროვან და თანამედროვე კვლევების დემონსტრირებით მეცნიერების ოქროს სტანდარტს აწესებს