
ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენცია HR23 გაიმართება
16-19 აპრილს ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენცია HR23 გაიმართება, რომლის ორგანიზატორია ზიანის შემცირების საერთაშორისო ორგანიზაცია (HRI) და მხარდამჭერი სათემო ორგანიზაციებია: AIVL, ASHM, HRVic, INHSU;
,,კონფერენციის გზავნილია - ძალა სოლიდარობაში, Strength in Solidarity , რომელიც იქნება HR23-ის ყველა აქტივობის საფუძველი და ხაზს გაუსვავს ჩვენი ძალის მნიშვნელობას - ჩვენ როგორც ხალხი, როგორც საზოგადოება, როგორც გლობალური მოძრაობა - ერთად უნდა ვიდგეთ“. აღნიშნავენ კონფერენციის ორგანიზატორები.
ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კონფერენციას 80 ქვეყნიდან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, მკლევარი, პოლიტიკოსი, ჯანდაცვის მუშაკი, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების აქტივისტი დაესწრება.
კონფერენციის მიზანი ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობა. ოთხდღიანი პრეზენტაციების, სემინარების, ფილმების, ქსელური და სხვა ღონისძიებების მეშვეობით, კონფერენცია გააგრძელებს დინამიურ ფორუმს უახლესი კვლევებისა და დისკუსიების გასაზიარებლად ნარკოტიკების მოხმარების, ზიანის შემცირებისა და ადამიანის უფლებების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. შეხვედრა გააერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ზიანის შემცირებისა და ნარკოპოლიტიკის სფეროში მოღვაწეობს.
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნარკომანიის პოლიტიკის გლობალური კომისიის წევრი კაგალემა მოტლანთე მიმართავს ზიანის შემცირების 27-ე საერთაშორისო კონფერენციას (HR23) მას გლობალური კომისიის კიდევ 28 წევრი უერთდება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი და მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი ერნესტო ზედილო. მაღალი დონის ფიგურები, მათ შორის Virgin-ის დამფუძნებელი სერ რიჩარდ ბრენსონი, გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი ლუიზ არბორი და შიდსის საერთაშორისო საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი ადეება კამარულზამანი. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე პოლ ვოლკერი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი და ნობელის პრემიის ლაურეატი კოფი ანანი და სხვა
გლობალური კომისია მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო მტკიცებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
კონფერენციას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ჰელენ კლარკი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი,ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია თავმჯდომარე.
ავსტრალიაში ზიანის შემცირების პროგრამები დიდი წარმატებით ხორციელდება. ნემსების და შპრიცების 10 წლიანმა პროგრამამ აივ ინფექციების რაოდენობა 70%-ით და C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 43%-ით შეამცირა. კონფერენციის მონაწილეებს ეძლება უნიკალური შანსი ეწვიონ ამ პროგრამებს, გაეცნონ მათ მუშაობას.
HR23 კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება პირველი კონტროლირებადი ცდის შედეგები, რომელიც ჩატარდა ნარკოტიკების მოხმარების ოთახებში პარიზში და სტრასბურგში, ახალი ამბები გლობალური ნარკოტიკების მოხმარების შაბლონების შესახებ, აშშ-ში ჩატარებული ფენტანილის წამლების შემოწმების ინოვაციური კვლევის შედეგები, ასევე გაიმართება უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციები რუსეთის შემოჭრის გავლენის შესახებ ისეთ კრიტიკულ ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაზე, როგორიცაა ანტირეტროვირუსულითერაპია, ჰეპატიტის მედიკამენტები, სტერილური შპრიცები და მეტადონი.