
ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების გაფართოებულ შეხვედრა
28 ოქტომბერს, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია", ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების გაფართოებულ შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობების კომპლექსური მართვის ხელშეწყობას.
შეხვედრა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობების კომპლექსური მართვის ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ახორციელებს „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
ღონისძიების თემატიკა ეხმიანებოდა ქვეყანაში საკმაოდ პრობლემურ საკითხს, რაც 2023-2030 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი პრიორიტეტია -
ორმაგი დიაგნოზების მართვის რეკომენდაციები, ნარკოლოგიის და ფსიქიატრიის ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო პრაქტიკა და სხვ.
შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები: კომპლექსური ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირის მართვის სირთულეები ფსიქიატრიულ სერვისებში - საქართველოში არსებული პრობლემის აღწერა-
მანანა ელიაშვილი - რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი,
ფსიქიატრი;
კომპლექსური ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირის
მართვის სირთულეები ნარკოლოგიურ სერვისებში - საქართველოში არსებული
პრობლემის აღწერა- ნინო გონგლიაშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარული განყოფილების უფროსი, ნარკოლოგი;
ნარკოლოგიის და ფსიქიატრიის ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო
პრაქტიკა- ნატო ასათიანი - ნარკოლოგიური კლინიკა შპს „ლიბერტასის“ დამფუძნებელი,
კლინიკური დირექტორი, ნარკოლოგი;
ორმაგი დიაგნოზების მართვის ეროვნული რეკომენდაცია- ირმა კირთაძე - დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“
მკვლევარი, ფსიქიატრი.
გაფართოებულ დისკუსიაზე მხარეებმა იმსჯელეს ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების, კომპლექსური მიდგომების, განათლების, კანონმდებლობის, პრევენციული ზომების, მსოფლიო პრაქტიკისა და იმ საკითხების შესახებ, რაც ამ მიმართულებების კოორდინაციას შეუწყობს ხელს.