It's time to revisit! დაბრუნების დროა!

It's time to revisit! დაბრუნების დროა!

18-21 ოქტომბერს  ვარშავაში, შიდსის მე-19 ევროპული კონფერენცია (#EACS2023) გაიმართა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს აივ ინფექცია შიდსის  შესახებ უახლესი ინფორმაციის გაცვლას. 

"'It's time to revisit!"  ,,დაბრუნების დროა!"  შიდსის მე-19 ევროპულ კონფერენციაზე ,,ყურადღება გავამახვილეთ  აივ-ის ეპიდემიის და მასთან დაკავშირებული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მარგინალიზებული მოსახლეობისთვის, როგორც ევროკავშირის, ისე  არაწევრი ქვეყნებისთვის  მაღალი სტანდარტების  სამედიცინო მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.  შეხვედრაზე  ასევე  საუბარი გაიმართა აივ-ის გადაცემის გზების  შეჩერების მცდელობების გაძლიერებაზე,  ზიანის შემცირების პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა  და დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე.“ აღნიშნეს კონფერენციის ორგანიზატორებმა. 

ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთი და სამხრეთ ევროპის ქვეყნების ექსპერტებმა, საერთაშორისო კონფერენციის EACS 2023 სესიაზე განიხილეს ეროვნული და საპილოტე პროგრამების პრეექსპოზიციის პროფილაქტიკის (PrEP) (წინასწარი ექსპოზიციის პროფილაქტიკა) საკითხები, რომელსიც   ჯანმო-ს მიერ არის რეკომენდირებულია, როგორც აივ პრევენციის  ეფექტური მეთოდი მოწყვლად პოპულაციაში.

 კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონისთვის უპრეცედენტო საპილოტე პროექტის განხილვას- უკრაინაში PrEP-ის საინექციო ფორმის დანერგვის შესახებ საკითხებს. აღსანიშნავია,  რომ უკრაინა პირველი ქვეყანაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელმაც მიიღო ეს უნიკალური შესაძლებლობა აივ პრევენციისთვის ძირითად პოპულაციაში PEPFAR-ის ტექნიკური მხარდაჭერით.  უნდა აღინიშოს, რომ ამ შეხვედრას ქართველი ექსპერტებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ:  https://eacs--conference2023-com.translate.goog/?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc


ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024