კანადის მთავრობამ ზიანის შემცირების პროგრამები 7 მილიონი დოლარით დააფინანსა

კანადის მთავრობამ ზიანის შემცირების პროგრამები 7 მილიონი დოლარით დააფინანსა

ყოველწლიურად მსოფლიოში ზედოზირების შედეგად 190 900 -მდე ადამიანი იღუპება, სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების 75%-ზე მეტი გამოწვეულია ოპიოიდებით: როგორც ბუნებრივი ოპიატებით –ისე სინთეზური ნივთიერებებით.  2020 წელს თითქმის 50 000 ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში ოპიოდებით გამოწვეული ზედოზირებით, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

Covid-პანდემიის პირობებში, ზედოზირების რისკები  მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან კანადაში ოპიოიდები ზედოზირებით სიკვდილიანობა 58% -ით მეტი იყო 2020 წლის აპრილი-ივნისის  კვარტალში,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კანადაში, ონტარიოში ყოველდღე ზედოზირებით უმრავი ადამიანი იღუპება. ოჯახები თავის შვილებს, მამებს, დედებს, ძმებს თუ დებს კარგავენ. კანადის მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს  და მუშაობს ტანდემში ზიანის შემცირებისა და სამკურნალო სერვისების წარმომადგენლებთან ერთად, რათა გადაარჩინოს სიცოცხლე, შეამციროს სტიგმა და უზრუნველყოს ნარკომომხმარებელი ადამიანები სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისებით.

 ამა წლის 14 მარტს კაროლინ ბენეტმა,  კანადის ჯანდაცვის მინისტრმა  განაცხადა, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტით დაფინანსდება  ზიანის შემცირების 8 პროექტი  კანადის ჯანდაცვის ნივთიერებების მოხმარებისა და დამოკიდებულების პროგრამის (SUAP) ფარგლებში. ,,ეს დაფინანსება ონტარელებს საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო მეტი პრევენციის, ზიანის შემცირებისა და მკურნალობის სერვისები. დღევანდელი ინვესტიცია ეფუძნება ისტორიულ განცხადებას, რომელიც კანადის მთავრობამ გააკეთა თებერვალში 198,6 მილიარდი აშშ დოლარით ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობის ყველა დონეზე, პარტნიორებთან,  თემთან, ორგანიზაციებთან, რათა გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობის შედეგები ყველა კანადელისთვის და გადავარჩინოთ სიცოცხლე“.  აღნიშნა კანადის ჯანდაცვის მინისტრმა.  

,,ზედოზირება კანადაის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა. ზედოზირებისა და სიკვდილიანობის რეკორდული რაოდენობა მძიმე ტვირთად აწვება  ჯანდაცვის სისტემას.  ჩვენ  ნარკომომხმარებლებს და სერვისის პროვაიდერებს მეტი ცოდნა და ინსტრუმენტები უნდა მივაწოდოთ, რათა ზედოზირება თავიდან ავიცილოთ. კანადის მთავრობის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ უახლესი მტკიცებულებები და საუკეთესო პრაქტიკები სიცოცხლის გადასარჩენად”. ამბობს  ჯოდი ჯოლიმორი, CATIE-ის აღმასრულებელი  დირექტორი.

კანადის მთავრობა ახორციელებს გრანტებს და შენატანების დაფინანსებას სხვადასხვა  დონეებისთვის, ასევე საზოგადოებრივი და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რათა უპასუხონ კანადაში ნარკოტიკების და ნივთიერებების მოხმარების მიმდინარე საკითხებს.

2017 წლიდან კანადის ჯანდაცვის   სამინისტრომ 350 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 300-ზე მეტ პროექტი დააფინანსა. ,,ჩვენი მთავრობა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას ცდილობს, რათა კანადელებმა სერვისის მიღების დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. უახლესი მონაცემებით 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე ოპიოიდებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო-დღეში 20 ლეტალური გამოსავალი  და 14 ჰოსპიტალიზაცის შემთხვევა“. აღნიშნა ჯოდი ჯოლიმორმა.

2017წლიდან კანადის მთავრობამ ზედოზირების კრიზისის დაძლევისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედება მიიღო  და ამ პრობლემის მოსაგვარებლად 800 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. მათ შორის 349 მილიონი აშშ დოლარი თემზე დაფუძნებული მკურნალობის, ზიანის შემცირების, პრევენციისა და სტიგმის შემცირების პროგრამებს მოხმარდა.

ნარკოტიკებზე   დამოკიდებულება   დაავადებაა -  და არა არჩევანი... ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანი დგას სტიგმისა და დისკრიმინაციის  წინაშე. ენას, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის საშუალებას დიდი   მნიშვნელობა აქვს  და ღრმა გავლენას ახდენს ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე.   ამიტომ ყველა კანადელს, მათ შორის მედიისა და ჯანდაცვის პროფესიონალებს, შეუძლია შეამციროს სტიგმა იმ სიტყვების  და კომუნიკაციის შეცვლით, რომელსაც  ისინი ნარკოტიკების მომხმარელების მიმართ იყენებენ

https://www-canada-ca.translate.goog/en/health-canada/news/2023/03/government-of-canada-announces-over-7-million-to-help-address-harms-related-to-substance-use-in-ontario.html?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024