ნარკოტიკული საშუალებების  კომისიის (CND) 66-ე სხდომის პერსპექტივების      მიმოხილვა

ნარკოტიკული საშუალებების კომისიის (CND) 66-ე სხდომის პერსპექტივების მიმოხილვა

13- 17 მარტს, ავსტიის ქალაქ ვენაში ნარკოტიკული საშუალებების  კომისიის (CND) 66-ე სხდომა გაიმართა, სადაც 120-ზე მეტი ქვეყანის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ, თუ როგორ შესრულდა ნარკოკონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები და ვალდებულებები, ათწლეულების განმავლობაში CND  ე.წ. ვენის კონსენსუსისთვის "ტაძარს" წარმოადგენდა. დიდი ხნის განმავლობაში წევრი ქვეყნები „ნარკოტიკებისგან თავისუფალი სამყაროს“ მიღწევას ცდილობდნენ, თუმცა, ამ მიდგომამ ადგილი ვერ დაიმკვიდრა  და  დროთა განმავლობაში ვენის კონსენსუსმაც კარხი განიცადა. წელს, შეხვედრაზე წევრ ქვეყნებს შორის ნარკოპოლიტიკაში პრაგმატული მიდგომის დამკვიდრების შესახებ აქტიურად დებატები დაიწყო.  

აღსანიშნავია,ბოლივიისა და კოლუმბიის წარმომადგენლების გამოსვლა, რომლებმაც  განაცხადეს, რომ ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ არ მუშაობს და  კოკას ფოთლის კლასიფიკაცია უნდა გადაიხედოს.

,,ჩვენ დავიღალეთ... დავიღალეთ სიკვდილის ყურებით. ჩვენ დავიღალეთ ნარკოტიკების წინააღმდეგ წარუმატებელი ომით. ეს არ არის ჩვენი მარცხი; ეს არ არის კოლუმბიის არევანი, არამედ ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო რეჟიმია. კონვენციის სიაში კოკას ფოთლის შეტანა მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგის დაშვებული ისტორიული შეცდომა იყო. მცენარე პრობლემა არ არის - ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. ჩვენ მოგიწოდებთ გადახედოთ კოკას ფოთლის კლასიფიკაციას, რადგან ვემზადებით შუალედური განხილვისთვის.“ (კოლუმბიის წარმომადგენელი)

ბევრმა პროგრესულმა სახელმწიფომ ასევე აღნიშნა ნარკოტიკების მომხმარებელთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელობა. ნიდერლანდებმა აღნიშნეს, რომ მათ „პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ნებაყოფლობით მკურნალობას და სტიგმის შემცირებას, მათ შორის ნარკოტიკების შემოწმებისა და ზედამხედველობის ქვეშ მოხმარების ოთახებს“. გერმანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა ნალოქსონზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ნარკოტიკების შემოწმებაზე, ზედამხედველობის ქვეშ მოხმარების ოთახების საჭიროება, რაც ზიანის შემცირების ეფექტური ღონისძიებაა. უფრო მეტიც, გერმანიამ აღნიშნა კანაფის ბაზრის რეგულირების გეგმები სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებისთვის.

CEECA-ს დელეგატების გამოსვლების მიმოხილვა:

ტაჯიკეთის წარმომადგენელმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა ავღანეთში პოლიტიკურმა ცვლილებებმა ტაჯიკეთში ნარკოტრაფიკზე. გამომსვლელი ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობას.

არც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის გამოსვლა იყო გასაკვირი. როგორც ყოველთვის, ისინი საუბრობდნენ, თუ როგორ „ებრძვიან ტრეფიკინგის და აშენებენ ნარკოტიკებისგან თავისუფალ საზოგადოებებს“, როგორ ინვესტირებენ ახალგაზრდების ინფორმირებაში ნარკოტიკების უარყოფითი შედეგების შესახებ, „მოტივაციას უწევენ ადამიანებს მკურნალობაზე“ (სარეაბილიტაციო პროგრამები) საიტები, სადაც ნარკოტიკები იყიდება იხურება  და ა.შ. 

თურქმენეთის დელეგატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ავითარებენ ისინი ნარკოტიკებისგან თავისუფალ სამყაროს ჯანდაცვისა, განათლების სისტემების და მედიის დახმარებით.   ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,საკანონმდებლო ბაზის განახლებას, სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას და რესურსების ბაზის გაუმჯობესებას.

ყაზახეთმა  აღნიშნა, რომ უკანონო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ ხაზი გაუსვეს UNODC-ის მხარდაჭერას ნარკოტიკების კონტროლის, პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის სერვისების განვითარებაში, ასევე მადლობა გადაუხადეს აშშ-ს, კანადას, გერმანიისა და იაპონიის მთავრობებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს მიღებულ იქნა ნარკომანიისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი გეგმა 2023-2025 წლების და ბიუჯეტში 125 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

ალბანეთმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ალბანეთის დელეგატმა რამდენჯერმე ახსენა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობა ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, ალბანეთის დელეგატმა ახსენა ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ზიანის და მოთხოვნის შემცირებას და მოწყვლადი ჯგუფების შესაბამის საჭიროებების გამვითარებას. დაბოლოს, ალბანეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვართ ერთგული ნარკოტიკების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს იმპლემენტაციისთვის და ამჟამად ვააქტიურებთ მუშაობას ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით, რადგან წინ მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე“.

აზერბაიჯანელი დელეგატის  გამოსვლა ფოკუსირებული იყო  ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ ბრძოლაზე და პრევენციულ ღონისძიებებზე. ისინი მთავარ გამოწვევად  ავღანეთიდან აზერბაიჯანის გავლით ოპიუმის გადაზიდვის პრობლემებში ხედავენ და სხვა ქვეყნებს ტექნიკური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

პოლონეთმა დაგმო რუსეთის ომი სუვერენულ უკრაინაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა ძლიერი გავლენა მოახდინა არა მარტო უკრაინაზე, არამედ სხვა ქვეყანაზეც. ,,ომი აფერხებს პრევენციულ და ზიანის შემცირების პროგრამებს, ამან გამოიწვია ეპიდემიოლოგიური რისკები, ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაიზიარებს პასუხისმგებლობას და დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.

უნგრეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ნარკომანიის პრევენციას და „ნარკოტიკებისგან თავისუფალი გარემოს“ შექმნა .

ყირგიზეთმა განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობენ ნარკომანიათან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა დაგანახლებაზე. ასევე, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთი კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგია და „აგრძელებს უკვე დადგენილი ეროვნული კონტროლის ზომების გამოყენებას, ასევე აქტიურ თანამშრომლობას სხვა სამთავრობო უწყებებთან კანაფის უკანონო გადაზიდვის ტრანსსასაზღვრო არხების შესაჩერებლად“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ შემოიღო ნარკოტიკების ლეგალური მიმოქცევის ელექტრონული ლიცენზირების სისტემა და ელექტრონული რეცეპტი სამკურნალო ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების უფლებისთვის. ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ახსენა ანტინარკოტიკული სტრატეგია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის შემცირების ღონისძიებებზე და პრევენციასა და მკურნალობაზე. რაც შეეხება NPS-ს, შემუშავებულია კონცეფცია ახალი სინთეზური ნარკოტიკების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების შესახებ. გამოსვლაში აღინიშნა „ინოვაციური ზომები“ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატი გამოყენება, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ. 

რუმინეთმა დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი  ხელისუფლება  სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან  ეფექტურად მუშაობს. პარტნიორობით ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა 47 ცენტრის ეროვნული ქსელი, რომელიც  ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებსა და პრევენციულ კამპანიებს ახორციელებეს, ქმედებები მიმართულია კანაფის და NPS-ის მოხმარების ტენდენციებზე, განსაკუთრებით 12-დან 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. დამატებითი, მკურნალობისა და დახმარების სერვისები მუდმივად ვითარდება და ადაპტირებულია ნარკოტიკების მოხმარების ადგილობრივ ტენდენციებთან.

სლოვენიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო „სისტემურად ხელს უწყობს მეცნიერულად დადასტურებულ ზომებს და თანამშრომლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან-მეცნიერებთან, ექსპერტებთან, სამთავრობო  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან“. 

საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში რჩება ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა. ნარკოტიკების ახალი ეროვნული სტრატეგია 2023-2030 წლებში მიღებულ იქნა მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. მან ხაზი გაუსვა თემატური კვლევების, შეფასებებისა და მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობას; და სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების  ჩართულობას ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესებში და ქვეყანა ,,გააძლიერებს პარტნიორობას მთელ მსოფლიოში“.

სომხეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ნარკოტიკებით უკანონო ბრუნვაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, „მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარება და საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა“. 

ჩეხეთმა დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ტრავმის ზემოქმედება და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს" მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება და თავისუფლება ნარკოპოლიტიკის ცენტრში უნდა იყოს: „ამ კუთხით ჩვენ კატეგორიულად უნდა შევეწინააღმდეგოთ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული არაპროპორციული და არაადამიანური სასჯელის, განსაკუთრებით სიკვდილით დასჯის შემოღებას. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ისეთ პოლიტიკას, როგორიცაა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, რაც დადასტურებულია, და წინსვლის სწორი გზაა“.

ბელორუსმა აღნიშნა, რომ სინთეზური ნარკოტიკების ახალი თაობა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც ისინი აწყდებიან, ონლაინ სივრცის ხელმისაწვდომობამ გამოიწვია ახალგაზრდების ჩართვა ნარკოტიკების მოხმარებაში. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ბელორუსიას ჰყავს ექსპერტთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ ამ გამოწვევებს უპასუხონ.

საერთო დებატებს მოჰყვა დღის წესრიგის სხვა საკითხების განხილვა, მათ შორის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებების უმეტესობა მიზნად ისახავდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მხარდამჭერთა პოზიციების წარმოჩენას და პოპულარიზაციას ,,ამისათვის კი საჭიროა გაეროში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და ამ ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება“. აღნიშნეს მონაწილეებმა

16 მარტს ორგანიზაციამ  „ვენის არასამთავრობო ორგანიზაციაების კომიტეტი ნარკოტიკებზე “ (VNGOC) პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს. 

წყარო:

https://harmreductioneurasia.org/news/CEECA-region-perspectives-in-66th-CND
 
https://www.eegyn.com/66-%D1%8F-%D1%81%D0%B5%D1%81%D1%81%D0%B8%D1%8F-%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B8-%D0%BF%D0%BE-%D0%BD%D0%B0%D1%80%D0%BA%D0%BE%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%BC-%D1%81%D1%80%D0%B5%D0%B4%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B0%D0%BC
 
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024