ნარკოპოლიტიკის გენდერული ასპექტების კვლევა

ნარკოპოლიტიკის გენდერული ასპექტების კვლევა

წინამდებარე კვლევის საგანია შეფასდეს  საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებით  ქალების სამართლებრივი პასუხისმგებლობის მხრივ არსებული მდგომარეობა, ნარკოდამოკიდებულების თანამდევი მოვლენები (აივ-ინფექციის და C ჰეპატიტის გავრცელება) და    გენდერულად სენსიტიური მკურნალობის  ხელმისაწვდომობა. 

თანამედროვე მსოფლიოში იზრდება ცნობიერება პოლიტიკაში გენდერული პერსპექტივის სწორად ინტეგრირების მნიშვნელობის შესახებ, 1998 და 2009 წლების პოლიტიკური დეკლარაციები მოიცავს გენდერულ მოსაზრებებს და  ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ასპექტის  მიმართ  მზარდ ყურადღებას ავლენს გენერალური ასამბლეა. გარდა ამისა, გენერალური ასამბლეა თავის რეზოლუციაში 2030 წლამდე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ ხაზს უსვავს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას.

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელი ქალები დგანან დიდი სირთულეების წინაშე, ხშირად ხდებიან სოციალური გაკიცხვის (სტიგმა), ოჯახისგან ან საზოგადოებისგან დევნის ობიექტები, ძალადობის მსხვერპლნი პარტნიორების ან ოჯახის წევრების მხრიდან.  ხშირ შემთხვევაში იძულებული ხდებიან ჩაერთონ სექს ინდუსტრიაში, რომ შეძლოს ნარკოტიკების ყიდვა საკუთარი თავისთვის და პარტნიორისთვის. გარდა ამისა, მათ არ აქვთ წვდომა გენდერულად მგრძნობიარე მკურნალობაზე.

იხილეთ კვლევა სრულად: https://drugpolicy.ge/publications/44-narkopolitikis-genderuli-aspeqtebis-kvleva

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024