აივ კრიმინალიზაციის სკანირება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2018-2022 წლებში

აივ კრიმინალიზაციის სკანირება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2018-2022 წლებში

 აპრილის თვეში ევრაზიის ქალთა შიდსის ქსელმა (EWNA-Eurasian Women's Network on AIDS) გამოქვეყნდა ანგარიში - აივ კრიმინალიზაციის სკანირება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2018-2022 წლებში.

აივ კრიმინალიზაცია აღწერს აივ ინფიცირებულ ადამიანების მიმართ  სისხლის სამართლის კანონმდებლობის უსამართლოდ გამოყენების ფაქტებს მხოლოდ მათი აივ სტატუსის გამო. 

აივ ინფიცირებული/შიდსით დაავადებული ადამიანების დასასჯელად სპეციალური სისხლის სამართლის პროცედურები ან  სისხლის სამართლის კანონი გამოყენება  აივ-ის უნებლიე გადაცემისთვის, სავარაუდო ან პოტენციური  ინფიცირებისთვის და აივ დადებითი სტატუსის გამჟღავნების გამო. აივ კრიმინალიზაცი სწრაფად მზარდი, გლობალური ფენომენი, რომელიც ძირს უთხრის არა მხოლოდ ადამიანის უფლებებს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რითაც  აფერხებს აივ-ინფექცია/შიდს-ზე სახელმწიფების ეფექტიან რეაგირებას.

ცხადია, რომ სპეციალური სისხლის სამართლის დებულებების არსებობა „შიდსის გავრცელების პრევენციის“ მიზნით უკვე ეწინააღმდეგება აივ-ის და ადამიანის უფლებების შესახებ  საერთაშორისო პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ EECA-ს ზოგიერთ ქვეყანაში ეს ნორმები  მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რიგ ქვეყნებში  მათ პრაქტიკულ გამოყენებას აივ ინფიცირებულ ადამიანებისთვის უარყოფითი შედეგები  მოაქვთ. ამჟამად, მხოლოდ ესტონეთში არ არსებობს სპეციალური სისხლის სამართლის დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას აივ ინფექციის გადაცემაზე. თუმცა აქაც გამოყენებული იქნა სისხლის სამართლის ზოგადი ნორმები აივ ინფიცირებულთა დევნისთვის.

..აივ-ის გადაცემის კრიმინალიზაციაზე, რომელიც რჩება ადამიანის უფლებათა ძირითად საკითხად EECA-ს ქვეყნებში და მოიცავს ქვეყნის ინფორმატორების, მათ შორის აივ ინფიცირებული ქალების დასკვნებს, კანონებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ადანაშაულებენ აივ ინფიცირებულ ადამიანებს’’. ნათქვამია მოხსენებაში. ანგარიში ეფუძნება ინფორმაციას EECA-ს რეგიონის 11 ქვეყნიდან: სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა და ესტონეთი.

იხილეთ ანგარიში - https://ewna.org/2023/04/13/skan-kriminalizaczii-vich-v-stranah-vostochnoj-evrope-i-czentralnoj-azii-za-2018-2022-gody/

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024