მადრიდის კონფერენცია
13-15 ნოემბერს მადრიდში კონფერენცია HepHIV2023 გაიმართება, რომლიც ფოკუსირებულია ინტეგრირებული ტესტირების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განხორციელებაზე და აივ, ვირუსული ჰეპატიტისა და სგგი სერვისების მიწოდების თანასწორობის უზრუნველყოფაზე.
კონფერენცია გააერთიანებს ჯანდაცვის სისტემის დაინტერესებულ მხარეებს: სათემო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს რათა წარმოადგინონ და განიხილონ ახალი მიდგომები, ტესტირების და აივ-შიდსის, ვირუსული ჰეპატიტის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) და ტუბერკულოზის მკურნალობის შესახებ საკითხები. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმობა პროგრამული განხორციელების საკითხებს და ტესტირების სერვისების ადაპტაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევების საპასუხოდ.
კონფერენციის ძირითადი მიზნები
1 პრევენციის, ტესტირებისა და აივ-ის, ვირუსული ჰეპატიტის, სგგი-ის და ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებული ინტეგრირებული მიდგომების განხილვა, არსებული ხარვეზების გამოვლენა და.საუკეთესო პრაქტიკის მოდელების გაზიარება.
2 აივ-ის, ვირუსული ჰეპატიტის, სგგი-ის და ტუბერკულოზითან დაკავშირებული კვლევების მიმოხილვა, პროგრამული და პრაქტიკული პრობლემების გამოვლენა და გამოწვევების დაძლევა.
3. ინოვაციური ინიციატივების/სტრატეგიების და ტექნოლოგიების განხილვა- პრევენციის, ადრეული ტესტირების და სხვადასხვა ინფექციების მკურნალობის საკითხებში, მოსახლეობისთვის და მიგრანტებისთვის.
4. სტიგმის გავლენა და მისი შერბილების სტრატეგიების განხილვა, ტესტირების დაკავშირება აივ-ის, ვირუსული ჰეპატიტის, სგგი-ის და ტუბერკულოზის მკურნალობის პროცედურებთან.
აბსტრაქტების წარმოდგენა HepHIV 2023-ისთვის 2023 წლის 26 მაისს დასრულდება.
აპრილში დაიწყო გლობალური კამპანია, ’’მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ Support. Don’t Punish. https://supportdontpunish.org/about/campaign/ -რომელიც ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ადვოკატირების ეწევა.
Support. Don't Punish კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულია მცირე გრანტების კონკურსი. 2023 წლის გრანტების პროგრამა მხარს დაუჭერს ‘’მოქმედების გლობალურ დღისადმი’’ (26 ივნისი) მიძღვნილ აქტივობებს.(მცირე გრანტი: 450 აშშ დოლარი). სრულად იხ: https://supportdontpunish.org/join/
მცირე გრანტების საინიციატივო პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი პარტნიორების იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას 4000-5000 აშშ დოლარის ფარგლებში. დაფინანსდება სტრატეგიული, კრეატიული და კოლაბორაციული საპროექტო განაცხადები, რომლებიც განხორციელდება 2023 წლის ივნისიდან დეკემბრამდე. შემოთავაზებული აქტივობები უნდა მიზნად ისახავდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის წინსვლას, ზიანის შემცირების ხელშეწყობას და სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
სრულად იხ: https://supportdontpunish.org/initiatives/
ყოველწლიურად, 26 ივნისს, ათასობით აქტივისტი, 100 მდე ქვეყანასა და ასობით ქალაქში ერთიანდება ერთი მთავარი მესიჯის გარშემო : მზრუნველობა, დასჯის ნაცვლად -რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკასა და პრაქტიკას, რომელიც ემყარება სოლიდარობას, ზიანის შემცირებას და ადამიანის უფლებების დაცვას. 2023 წლის გლობალური მოქმედების დღის მიზანი სწორედ ამ რეფორმების დაჩქარებას ემსახურება.
15-22 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ შეიტყოს. ეს ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს. ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც" უერთდება. ზიანის შემცირების სერვის ცენტრები გაგრძელებენ მუშაობას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის.