
ნარკოტიკული საშუალებების კომისიის CND 67-ე სხდომა
2024 წლის 14-22 მარტს ჰიბრიდული ფორმატითნარკოტიკული საშუალებების კომისიის (CND)მ 67-ე სხდომა გაიმართება. მაღალი დონის შეხვედრა 14-15 მარტს ჩატარდება, ხოლო 18-22 მარტს რეგულარული შეხვედრებია დაგეგემილი.
ნარკოტიკული საშუალებების კომისია CND ყოველწლიურად იკრიბება, რათა განიხილოს ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კონტროლის გლობალური მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი რეზოლუციები.
18-22 მარტის გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხდომების პარალელურად შესაძლებლობა ექნებათ ღონისძიებები და გამოფენები გამართონ.
ღონისძიებებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და დასრულდება 26 იანვარს! ღონისძიებები შეიძლება მოეწყოს პირადად, ონლაინ და ჰიბრიდულ ფორმატებში. განაცხადები უნდა გაკეთდეს ონლაინ ფორმის საშუალებით.