კლინტონის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ინიციატივა (CHAI)

კლინტონის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ინიციატივა (CHAI)

კლინტონის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ინიციატივამ (CHAI)  რიგით მესამე  ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეხება  2023 წლის C ჰეპატიტის მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკისთვის ბაზრის ინფორმაციას დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
 

24 იანვარს, 6:00 EST / 11:00 GMT / 13:00 CAT / 16:30 IST, CHAI -ის გუნდი გამართავს ვებინარს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ანალიტიკური ანგარიში. გარდა ამისა, ვებინარზე ექსპერტების მიერ  განიხილული იქნება 2030 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის  მიზნები და C ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ძირითადი მიმართულებები. ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
 

 შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ლინკზე: https://events.teams.microsoft.com/event/703e0556-122e-4e37-a217-34db7b51be19@f88496d5-2844-43df-a998-e5d3e17306c2?utm_source=bitly&utm_medium=digital&utm_campaign=flyer


კლინტონის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ინიციატივის  (CHAI)  მოხსენება  პირველ ორ გამოცემას ეფუძნება და შეიცავს განახლებულ ინფორმაციას - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს  HCV-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის წამლების მომწოდებლების შესახებ. აქ ასევე აღწერილია  მიწოდებას და ფასების ტენდენციები, სტრატეგიები დიაგნოსტიკისა და მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად მისაღებად.

 

პირველად მოხსენებაში  მოცემულია ინფორმაცია ზიანის შემცირების პროდუქტების ბაზარის შესახებ, ბუპრენორფინსა და მეტადონზე, რომლებიც რეკომენდირებულია WHO-ს  გაიდლაინებით პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლისთვის აივ, ვირუსული ჰეპატიტი და სგგი მოსახლეობის ძირითადი ჯგუფებისთვის.

 

ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია: https://chai19.wpenginepowered.com/wp-content/uploads/2023/12/CHAI-HCV-Market-Intelligence-Report-2023.pdf


ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024