2024 წლის 2-4 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის ზიანის შემცირების მე-6 კონფერენცია გაიმართება
	ევროპაში ზიანის შემცირების კონფერენციები 2011 წლიდან  იმართება, სხვადასხვა ქალაქში, როგორიცაა  მარსელი (2011), ბაზელი,  ამსტერდამი (2014) და ბუქარესტი (2018).
	 
	2024 წელს ზიანის შემცირების მე-6 ევროპული კონფერენცია  ვარშავაში გაიმართება ევროპული  ზიანის შემცირების ქსელის და  ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის ორგანიზებით  და პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
	 
	კონფერენციის პროგრამა ამჟამად შემუშავების პროცესშია. ნარკოტიკების მომხმარებელთა ევროპული ქსელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ამ ძალისხმევაში.
	 
	ზიანის შემცირების მე-6 ევროპული კონფერენცია მიზნად ისახავს საზოგადოების, პროფესიონალებს, ზიანის შემცირების  ფართო სფეროში მომუშავე პროფესიონალების, პოლიტიკოსების, მკვლევარების და მედიის წარმომადგენლებს აქტიურ ჩართულობას ნარკოპოლიტიკის ცვლილებებში.
	 
	კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ზიანის შემცირების უახლესი მოვლენები და ინოვაციური პრაქტიკა. აქ  განხილული იქნება ნარკოპოლიტიკა და მისი გავლენა, როგორც ნარკოტიკების  მომხმარებელ ადამიანებზე,  ასევე სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებზე, როგორიცაა სექსმუშაკები და აივ/შიდსით დაავადებული ადამიანები.
	 
და ბოლოს, კონფერენცია ხელს შეუწყობს ევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე თანამშრომლობის გაძლიერებას.
