
დევიდ შეფის წიგნის „კარგი ბიჭის“ პრეზენტაცია
24 იანვარს გამომცემლობა „სიესტამ“ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პარტნიორობით ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის, დევიდ შეფის წიგნის „კარგი ბიჭის“ პრეზენტაცია გამართა.
„ეს წიგნი იმათთვისაა, ვინც მთელი ცხოვრება ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლას შეალია სარეაბილიტაციო თუ კვლევით ცენტრებში, საავადმყოფოებში, გამოსაფხიზლებლებსა და სოციალური ადაპტაციის დაწესებულებებში, იმ მამაცი ხალხისთვის, ვინც ყოველთვის ბრუნდება „12 ნაბიჯის“ პროგრამის ფარგლებში გამართულ შეკრებებზე დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, მთელ მსოფლიოში. მათთვის და მათი ახლობლებისთვის – ყველასთვის, ვისაც შეუძლია, გაიგოს ჩემი ოჯახის ამბავი, რადგანაც ან უკვე გამოიარა, ან ახლა გადის იმავე გასაჭირს; დამოკიდებულთა ოჯახებისთვის – მათი შვილებისთვის, ძმებისთვის, დებისთვის, მეგობრებისთვის, შეყვარებულებისთვის, ცოლებისთვის, ქმრებისთვის და, ჩემსავით, მშობლებისთვის“ - წერს ავტორი წიგნის შესავალში.
,,კარგი ბიჭი“ მშობლის სიყვარულისა და ბრძოლ ის თავგადასავალია, რომელიც დაეხმარება სხვა ოჯახებს, უკეთ გაუმკლავდნენ მსგავს პრობლემას და არ იგრძნონ თავი მარტოდ.
„სიესტისა“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიზანია, ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საზოგადოებაში დაიწყოს სერიოზული, ღია საუბარი, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან ფსიქოლოგები, ნარკოლოგები, არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციები, მთელი საზოგადოება, რათა ერთად ვეძებოთ ამ უაღრესად მტკივნეული პრობლემის მოგვარების გზები“. აღნიშნა დავით კაკაბაძემ.
ღონისძიებაზე განხილულეს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
დაბოლოს, დამსწრე საზოგადოებამ ხაზი გაუსვა ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობას და ნარკომომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მკურნალობას და რესოციალიზაციი საკითხებს.
შეხვედრის მოდერატორი იყო დავით კაკაბაძე (ჟურნალისტი), სპიკერები: ლელა კოდალაშვილი (მთარგმნელი), მარინა ასათიანი ("ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი-GHRN"), ზურაბ ოდილავაძე (მწერალი და თემის წარმომადგენელი).