ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სტანდარტებზე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან და ნარკოტიკების თაობაზე ევროკავშირის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან.

 საბჭოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დაბალანსებული და ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკის (პრევენცია, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდება/მოთხოვნის შემცირება) მიდგომებს იზიარებს და უზრუნველყოფს 8 წლიანი ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციას. ამასთან, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარკოვითარების 2021 წლის ეროვნული ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც EMCDDA-ის სტანდარტით შეიმუშავა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა.

 იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, დაბალანსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება დროული რეაგირებისა და უწყვეტი ზრუნვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 24 თებერვალს გამართულ საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე - არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

 

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის 


 თებერვლის თვიდან "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა" დაიწყო "ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში" პროექტის განხორციელება. 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

პროექტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობის გაზრდას - ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და სხვა.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულებისთვი N17,  N16, და N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრები პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვისაც ჩატარდა.

შეხვედრებზე, ექსპერტებმამა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აუდიტორიას შემდეგ თემებზე: დიაგნოსტირება, მკურნალობის და დიაგნოსტირების სერვისები და ზოგადი ინფორმაცია 5 ინფექციაზე (C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სიფილისი) ზედოზირების საკითხები - ნალოქსონი „ზიანის შემცირების საქრთველოს ქსელის“ სერვის ცენტრებში არსებული სერვისები და ცენტრების ლოკაციები, საკონტაქტო ინფორმაცია, რეფერირებისთვის. მონაწილეებს ჩაუტარდათ პრე და პოსტ ტესტირება და გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალა.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024