12 ნაბიჯის პროგრამა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამა ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლებისთვის

12 ნაბიჯის პროგრამა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამა ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლებისთვის

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, იტალიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან და ორგანიზაცია „ჰეპა პლიუსთან“ თანამშრომლობით 2023 წლის თებერვლიდან ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას 12 ნაბიჯის მეთოდის მიხედვით („მინესოტური მოდელი“) .

12 ნაბიჯის მეთოდი 40-იან წლებში, აშშ-ში შემუშავდა და მას შემდეგ ადიქციისგან გამოჯანმრთელების ერთ-ერთ გავრცელებულ სარებილიტაციო პროგრამად ითვლება. პროგრამა ნივთიერებათა ავადმომხმარებელ ადამიანებს გამოსაჯანმრთელებელ სოციალური მხარდაჭერის სისტემას და პიროვნების განმავითარებელ პროცესს სთავაზობს, რაც მათ უბიძგებს, დაიწყონ საკუთარ თავზე და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

რეაბილიტაციის პროცესი მრავალგანზომილებიანია, რომელსაც მულტიდისციპლინარული ჯგუფი სხვადასხვა ფორმით ახორციელებს: ინდივიდუალური კონულტირება, ჯგუფური თერპია, ფსიქოგანათლების ჯგუფური შეხვედრები,  თვითდახმარების ჯგუფში მუშაობა, ართერაპია, ტრენინგები, ოჯახის წევრებთან მუშაობა.

რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ ოთხ თვეს მოიცავს, თუმცა პროგრამაში ჩართულმა პირმა, თვითდახმარების ჯგუფთან კავშირი, საკუთარ პიროვნებასა და გამოჯანმრთელებაზე მუშაობა პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს, მიღწეული რემისიის სიცოცხლის ბოლომდე გახანგრძლივების მიზნით. პროგრამაში ჩართვა და სრული მონაწილეობა დაინტერესებული პირებისთვის არის უფასო. 

დამოკიდებული პირების რეკრუტირება ზიანის შემცირების ცენტრებიდან განხორციელდება.

რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ ოთხ თვეს მოიცავს, თუმცა პროგრამაში ჩართულმა პირმა, თვითდახმარების ჯგუფთან კავშირი პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

599271051, 595027303

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024