
მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ - მშობლებისთვის
მოზარდებში ან ახალგაზრდა ზრდასრულებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია: როგორ უნდა ესაუბროთ თქვენს შვილს.
თქვენს მოზარდ შვილთან ან ახალგაზრდა ზრდასრულთან საუბარი, შესაძლოა, რთული ამოცანა იყოს. ღირებული საუბრის გამართვა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ არის ამოსავალი წერტილი ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისას.
ქვემოთ მოცემულია 5 რჩევა, თუ როგორ ესაუბროთ თქვენს შვილებს (გოგოს ან ბიჭს), ხელი შეუწყოთ ორმხრივ გაგებას, გადალახოთ კომუნიკაციის ბარიერები იმგვარად, რომ უფრო მეტად გრძნობდეთ კავშირს ერთმანეთთან.
1. შეარჩიეთ კარგი დრო და ადგილი
• დაელოდეთ დროით ინტერვალებს სასაუბროდ. შესაძლოა კარგად იმუშაოს საუბრებმა სადილის შემდეგ, დაძინების წინ, სკოლაში წასვლამდე ან სკოლისკენ/კლასგარეშე აქტივობებზე მიმავალ ან უკანა გზაზე.
• წადით სასეირნოდ ერთად ფეხით ან მანქანით. ნაკლები თვალით კონტაქტით, თქვენი ბავშვი არ იგრძნობს თავს ისე, თითქოს მიკროსკოპით აკვირდებით.
2. წარმართეთ საუბარი ღიაობით, აქტიური მოსმენითა და „მე“ წინადადებებით
• შეინარჩუნეთ ღიაობა. თუ გსურთ, გქონდეთ, პროდუქტული საუბარი მოზარდებთან, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ღიაობა, ცნობისმოყვარეობა და სიმშვიდე. ამ გზით, მეტად მოსალოდნელია, რომ თქვენი შვილი აითვისებს იმას, რაც უნდა უთხრათ.
• დაუსვით ღია კითხვები. უფრო გახსნილი საუბრისთვის, თქვენ გჭირდებათ მიიღოთ იმაზე მეტი თქვენი შვილისგან, ვიდრე „კი“ ან „არა“ პასუხებია.
• მიმართეთ აქტიურ მოსმენას. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ მისი გესმით, იმის ასახვით, თუ რაც მოისმინეთ მისგან - სიტყვიერად ან მხოლოდ განწყობით. ეს მუშაობს შემდეგნაირად: თქვენ უსმენთ ბავშვს შეწყვეტინების გარეშე (არა აქვს მნიშვნელობა, რას ისმენთ), შემდეგ აჯამებთ იმას, რაც გაიგონეთ, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, დაადასტუროს. სცადეთ შემდეგი ფრაზების გამოყენება:
o როგორც ჩანს, შენ გრძნობ...
o მე მესმის, შენ ამბობ, რომ გრძნობ...
o სწორად მესმის, რომ შენ განიცდი....?
• გამოიყენეთ „მე“ სახის წინადადებები, რომ შეინარჩუნოთ საუბრის მიმდინარეობა. „მე“ სახის წინადადებები გაძლევთ საშუალებას, დაანახოთ თქვენი თავი ისე, რომ მოზარდმა თავი არ იგრძნოს გასამართლებულად ან დადანაშაულებულად. თქვენ უნდა აღწეროთ მისი ქცევა - თუ როგორ გრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით და რა გავლენას ახდენს ეს თქვენზე. შემდეგ კი სიტყვიერად გამოხატეთ, თუ რა გჭირდებათ, შემდეგნაირად
3. გესმოდეთ თქვენი, როგორც მშობლის გავლენის მნიშვნელობა
• გაითვალისწინეთ, მოზარდები ამბობენ, რომ როდესაც ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე მიდგება საქმე, მათი მშობლები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის ფაქტორი. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი ესაუბროთ და მოუსმინოთ თქვენს შვილებს. ამიტომ, ეცადეთ, ესაუბროთ ბევრს.
4. გამოხატეთ ემპათია და მხარდაჭერა
• გამოავლინეთ ემპათია და თანაგრძნობა. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ მისი გესმით. მოზარდობის წლები შეიძლება იყოს ხისტი. გააცნობიერებინეთ, რომ ყველას აქვს სიძნელეები ზოგჯერ, მაგრამ ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი არ არის სასარგებლო ან ჯანსაღი გზა პრობლემებთან გასამკლავებლად. მიეცით საშუალება ბავშვს, რომ ჰქონდეს თქვენდამი ნდობა.
• შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ თქვენ მზად ხართ მხარდაჭერისა და მითითებისთვის - და რომ მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ის ჯანმრთელი, ბედნიერია და აკეთებს უსაფრთხო არჩევანს.
5. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბავშვის ტვინი ჯერაც განვითარების პროცესშია!
ორეგონის უნივერსიტეტის ბავშვისა და ოჯახის ცენტრმა შეიმუშავა 5 კითხვა აღმზრდელობით უნარებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვებში ნარკოტიკების მოხმარების დაწყებისა და გაგრძელების პრევენციისთვის.
შეამჩნიეთ ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები
თუკი თქვენი შვილი უბრალოდ უარს ამბობ მისი ცხოვრების შესახებ საუბარზე, ან თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ რაღაც უსიამოვნო ხდება, მაშინათვე განახორციელეთ რამდენიმე აქტივობა:
• მეტი ყურადღება მიაქციეთ, როდესაც სახლშია. დაძინებამდე, მასთან ერთად შეამოწმეთ ნარკოტიკული საშუალების ან ალკოჰოლის მოხმარების ნიშნები.
• დააკვირდით, თუ რას აკეთებს ძილის სანაცვლოდ (ეს ის დროა, როდესაც ბევრი მოზარდი პირველად სინჯავს ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს). თუ საჭიროა, დაათვალიერეთ მისი ოთახი.
• როდესაც გასულია სახლიდან, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად იქ არის, სადაც თქვა, რომ იქნება. სთხოვეთ, დაგირეკოთ, ან თქვენ დაურეკეთ, ან წადით და ნახეთ, სად იმყოფება.
• დააწესეთ მკაცრი წესები წვეულებებთან დაკავშირებით. დაადგინეთ სად არის წვეულება და იქნებიან თუ არა იქ ზრდასრულებიც (თუ არ იქნებიან, არ გაუშვათ). სთხოვეთ, დაგირეკოთ პერიოდულად (ეს შეიძლება იყოს რაიმე ნარკოტიკის ან სასმელის მოხმარების რეალური შემაკავებელი გზა - თუ მას უჭირს, თქვენ გაიგონებთ მისი ხმის ცვლილებას).
• მოუყევით მისი მეგობრების მშობლებს თქვენი წუხილის შესახებ და სთხოვეთ მათ, დაგირეკონ, თუ შეამჩნევენ რაიმე უჩვეულო ქცევას.
• დატვირთეთ ბავშვი სკოლის შემდეგ. ჩართეთ რაიმე აქტივობაში - ახალგაზრდების ჯგუფში, მუსიკალურ პროგრამაში, სპორტულ გუნდში, რაიმე ამდაგვარში, რომელსაც ზრდასრულები ხელმძღვანელობენ. შემდეგ მიადევნეთ თვალი, რომ დარწმუნდეთ, რომ ის ამაში მონაწილეობს.