პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის

თებერვლის თვიდან "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა" დაიწყო "ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში" პროექტის განხორციელება.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

პროექტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობის გაზრდას - ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და სხვა.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულებისთვი N17,  N16, და N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში გაიმართა.

მსგავსი შეხვედრები პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვისაც ჩატარდა. შეხვედრებზე, ექსპერტებმამა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აუდიტორიას შემდეგ თემებზე: დიაგნოსტირება, მკურნალობის და დიაგნოსტირების სერვისები და ზოგადი ინფორმაცია 5 ინფექციაზე (C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სიფილისი) ზედოზირების საკითხები - ნალოქსონი „ზიანის შემცირების საქრთველოს ქსელის“ სერვის ცენტრებში არსებული სერვისები და ცენტრების ლოკაციები, საკონტაქტო ინფორმაცია, რეფერირებისთვის. მონაწილეებს ჩაუტარდათ პრე და პოსტ ტესტირება და გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალა.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ბაზარზე და მზარდი ტენდენცია - რამდენად მნიშვნელოვანია სრულყოფილი პრევენცია

9 თებერვალი, 2024
რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

რჩევები მშობლებს | მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ

6 თებერვალი, 2024
ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

ოპიოიდებზე დამოკიდებულება და მკურნალობა | ხშირად დასმული შეკითხვები

6 თებერვალი, 2024
საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

საჯარო მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

6 თებერვალი, 2024