
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოშო ამ თარიღს ტრადიციულად 1996 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირა დღეს აღნიშნავენ. წლევანდელი წლის საერთაშორისო დევიზია „გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!“
,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც“ უერთდება ამ თარიღს. ქსელის წევრ ორგანიზაციებში აივ-ის თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თანასწორთათვის და პაციენტთა სკოლები გაიმართა.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაციების მიერ, თბილისში, ასევე რეგიონებში გრძელდება მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირება აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით. ტრადიციული ტესტების გარდა, უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი მარტივი თვით ტესტები აივ ინფექციაზე დიაგნოსტიკისთვის.
2023 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. მათივე ცნობით, აივ ინფიცირებულთა შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4885 პაციენტს განუვითარდა, 2122 გარდაიცვალა.
მსოფლიოში აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექციით სულ 84,2 მლნ ადამიანი დაავადდა და 40,1 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა.
საქართვრლოში 30 აპრილის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 6149 (5484 + 665 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) - ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.8 % (3275) - ნარკოტიკების ინფექციური მომხმარებელია; 52.2 % (5222) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % (1281) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (42) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (57) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3771 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1285; შემდეგ იმერეთში 1212; აჭარაში 1165; აფხაზეთში (554); კახეთში (494); ქვემო ქართლში (599); შიდა ქართლში (392); გურიაში (217); სამცხე-ჯავახეთში (141) და ა.შ.
2023 წლის 21 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 219 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 229 ახალი შემთხვევა.
2023 წელს დარეგისტრირდა - 28 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა (25 მამაკაცია და 2 ქალი). 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
აივ/შიდსზე გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. აივ ტესტირება უფასო და კონფიდენციალურია
თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლებმა შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით და პრესკონფერენციით აღნიშნეს.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში აღინიშნა 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს შიდსით დაავადებულებს და მათ ახლობლებს.
აღნიშნული თარიღის აღნიშვნის მიზანია, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ გარდაცვლილთა მოგონებით, არამედ აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში ამ დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობის და შიდსთან ასოცირებული სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. საქართველოში ჯერ კიდევ არის ეპიდემიის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ოღონდ - „ჩაიტარე ტესტირება, გაიგე დიაგნოზი, იმკურნე“