
25 ივლისს ვებინარი თემაზე - ზიანის შემცირების სერვისები რეკრეაციული ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის - გაიმართება
2023 წლის 25 ივლისს, 12:00-დან 13:30-მდე (EEST, UTC +3) გაიმართება ვებინარი „ზიანის შემცირების სერვისების დანერგვა რეკრეაციული ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის EECA-ს და ბალკანეთის ქვეყნებში“
ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. ჩვენს ხელთ არსებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იზრდება რეკრეაციულ გარემოში არაინექციური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი. ახალი, უცნობი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ცირკულაცია საკმაოდ მნიშვნელოვან რისკს ქმნის ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, რადგან ეს ნივთიერებები მაღალტოქსიურია. გამოწვევებს ის ფაქტიც ემატება, რომ ახალგაზრდები, რომლებიც რეკრეაციულ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ ნაკლებად არიან ჩართული ზიანის შემცირების სერვისებში, მხარდაჭერ პროგრამებში, არ აქვთ ინფორმაცია ამ ახალი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ.
ამ ვებინარზე გაგიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას ზიანის შემცირების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ კონკრეტულად ამ სამიზნე ჯგუფისთვის, ასევე წარმოგიდგენთ სახელმძღვანელოს. სამიზნე აუდიტორია: ვებინარი სასარგებლო იქნება პროგრამის მენეჯერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და თემის წარმომადგენლებისთვის, ექსპერტებისთვის მთელი რეგიონიდან და დაეხმარება მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მიღებაში.
ვებინარი გაიმართება ZOOM-ზე.
https://sos.aph.org.ua/introducing-harm-reduction-services-for-people-who-use-drugs-recreationally-webinar/
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირება
https://aph-org-ua.zoom.us/webinar/register/WN_-II_plQqQzGA57rExyw_FA?_x_zm_rtaid=LYY7qiRORLG3qHEZELgukg.1688362695489.d09722a857a6435ebf20f1460faf52d0&_x_zm_rhtaid=867#/registration