ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარები პრეპარატის ხარისხის გაუარესებაზე შიშობენ
ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარები პრეპარატის შესყიდვის პროცესში ჩართულობას მოითხოვენ. მათ გარკვეული შიშები აქვთ მედიკამენტის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის სამინისტროს კრიტერიუმების განსაზღვრაში მონაწილეობას სთხოვენ.
როგორც „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ხელმძღვანელი კახა კვაშილავა გვიყვება, მიუხედავად წერილობითი მიმართვისა, უწყებიდან მათ თხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ.
