
უკრაინელი ლტოლვილები ევროპის ქვეყნებში
აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის შესახებ
მიგრაციისა და ჯანმრთელობის რეგიონულმა ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა კვლევა და მოამზადა პუბლიკაცია: "უკრაინელი ლტოლვილები ევროპის ქვეყნებში: ბარიერები, გადაწყვეტილებები და საუკეთესო პრაქტიკა. აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის შესახებ“. ტექსტი ხელმისაწვდომია ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.
19 სექტემბერს, 12:00 CET, 13:00 კიევის დროით გაიმართება პუბლიკაციისა და კვლევის შედეგების პრეზენტაცია (ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე - სინქრონული თარგმანით).
შეხვედრაზე მოწვეულები არიან ექსპერტები და პრაქტიკოსები, რომლებიც ჩართულნი არიან ევროპის ქვეყნებში მიგრანტებისა და ლტოლვილების ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებში.
შეხვედრის დროს მკვლევარები, რომლებმაც მასალა შეაგროვეს ექვს მიმღებ ქვეყანაში (გერმანია, საქართველო, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, საფრანგეთი) წარმოადგენენ კვლევის ძირითად მიგნებებს; ასევე დაგეგმილია რეკომენდაციებისა და შემდგომი ნაბიჯების განხილვა მიმღებ ქვეყნებში ლტოლვილთა და მიგრანტთა აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
კვლევის სრული ტექსტი გაეგზავნება ყველა დარეგისტრირებულ მონაწილეს.
პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე https://us02web.zoom.us/meeting/register/tZMtf-uspzIvGNLRSqvB8UVnzUyPM_zzkC71
ყველა დარეგისტრირებული მონაწილე მიიღებს Zoom-ის შეხვედრის ბმულს.
მიგრანტების ჯანმრთელობის რეგიონალური ექსპერტთა ჯგუფი აღმოსავლეთ აზიის და ცენტრალური ევროპის (EECA ) რეგიონისთვის