მკურნალობის ხელმისაწვდომი სერვისები საქართველოში

მკურნალობის ხელმისაწვდომი სერვისები საქართველოში

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომია ორი ტიპის მკურნალობის სერვისი – ოპიოიდების აგონისტებით თერაპია (ოათ) და აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა, მათ შორის,

დეტოქსიკაციური მკურნალობა. ოათ პროგრამები ხორციელდება ორი მედიკამენტის –მეთადონის ან სუბოქსონის (ბუპრენორფინი + ნალოქსონი) გამოყენებით, ხოლო აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა მოიცავს დეტოქსიკაციის პროგრამას პირველადი ხანმოკლე რეაბილიტაციის კურსით. ორივე ტიპის სერვისს ახორციელებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებები.

მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია (მჩთ) ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაში, სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპია კი, ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებში. სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპიის ძირითადი წილი მოდის კერძო სამკურნალო დაწესებულებებზე. აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობა ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებებშიმ. პროგრამების განხორციელება დაწესებულებებისა და ქალაქების მიხედვით.

იხილეთ სერვისების სრული ჩამონათვალი ბმულზე: 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1TwEKgQD7eQmuvwd8VoM4qQX8p-31xjYi/edit#gid=927660180


დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი „თანადგომა“

დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი „თანადგომა“

24 ოქტომბერი, 2023
მანდალა - ზიანის შემცირების სერვისები

მანდალა - ზიანის შემცირების სერვისები

8 ოქტომბერი, 2023
სხვამ თუ დაამარცხა, შენც შეძლებ! -  ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო  ცენტრი  ,,გამოსავალი”

სხვამ თუ დაამარცხა, შენც შეძლებ! - ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი ,,გამოსავალი”

8 ოქტომბერი, 2023
12 ნაბიჯის პროგრამა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამა ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლებისთვის

12 ნაბიჯის პროგრამა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამა ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლებისთვის

24 აპრილი, 2023